მახათაურის საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის ორგანიზებით, მდინარე ჯრუჭულის ხეობაში სასწავლო-შემეცნებითი ლაშქრობა მოეწყო
03-11-2026

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები სწავლებისას ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.

ახლახან, სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის ორგანიზებით, მდინარე ჯრუჭულის ხეობაში სასწავლო-შემეცნებითი ლაშქრობა მოეწყო. 

მე-7-მე-8-მე-9 კლასების მოსწავლეებმა მოინახულეს ჯრუჭის მონასტერი, გზად მიმავლები კი გაეცნენ ხეობის ფლორას. ასევე მოაწყვეს დასუფთავების აქცია ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მოსწავლეები ლაშქრობიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203