საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში.
საჩხერეში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მძლეოსნობაში მუნიციპალური თამაშები გაიმართა, რომელშიც გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ.
განსაკუთრებული წარმატებით იასპარეზეს ჭალის საჯარო სკოლის გოგონებმა, რომლებმაც ღირსეული ბრძოლით, მონდომებითა და გუნდური სულისკვეთებით პირველი ადგილი მოიპოვეს.
მუნიციპალური თამაშების საპრიზო ადგილები გოგონათა შორის ასე გადანაწილდა:
სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„გამარჯვება მოსწავლეთა თავდაუზოგავი შრომის, სპორტული შემართებისა და ერთიანობის შედეგია. პირველი ადგილის მფლობელი გუნდი ასპარეზობას იმერეთის რეგიონულ ეტაპზე გააგრძელებს, სადაც რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულ გუნდებს შეხვდება.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! მადლობა მათ მონდომებისა და სკოლის ღირსეულად წარმოჩენისთვის. ვუსურვებთ ახალ გამარჯვებებს, სპორტულ წარმატებებსა და დაუვიწყარ ემოციებს მომდევნო ეტაპზე!
ჭალის საჯარო სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: