ტრადიციის ერთგული თანამონაწილე - უფლისციხის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები „იაკობობაზე“ ღირსეულად წარდგნენ
03-11-2026

წელსაც, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლა ტრადიციის ერთგული დარჩა და სოფელ ვარიანში, დიდი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელში, სახალხო დღესასწაულში - „იაკობობა“, მიიღო მონაწილეობა.

მოსწავლე-მასწავლებლები ღონისძიებაზე ღირსეულად წარდგნენ. 

„ეს დღე განსაკუთრებულია თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან იაკობ გოგებაშვილის სახელი ქართული განათლების, მშობლიური ენისა და მომავალი თაობების აღზრდის სიმბოლოა. მისი ღვაწლი ფასდაუდებელია ჩვენი ქვეყნისა და ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის.

„იაკობობაში“ მონაწილეობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა, ტრადიციების შენარჩუნება და იმ ღირებულებების გაზიარება, რომელთაც იაკობ გოგებაშვილი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ემსახურებოდა.

იაკობის გზა განათლების, ცოდნისა და სიყვარულის გზაა – გზა, რომელსაც ჩვენი სკოლაც ღირსეულად აგრძელებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ტრადიციებს არასდროს ღალატობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203