ხარების საჯარო სკოლის პირველკლასელები გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ დიდი შემართებით შეუერთდნენ
03-11-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სკოლაში სიხარულით შეხვდნენ პრემიერის ინიციატივას და გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ დიდი შემართებით შეუერთდნენ. 

პირველკლასელებმა შერჩეულ ტერიტორიაზე ნერგები დარგეს. 

„პირველკლასელების ამ ინიციატივაში ჩართვა ასწავლის გარემოზე ზრუნვას და ბუნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს!

პატარებმა სასიამოვნოდ გაართვეს თავი კამპანიას და დამრიგელ თინათინ მელაძესთან ერთად თავიანთი წვლილი შეიტანეს ბუნების დაცვაში!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203