„რიცხვების ჯადოსნური სამყარო“ - ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის „პატარა მათემატიკოსებმა“ საინტერესო პროექტზე იმუშავეს
03-11-2026

ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მათემატიკა სახალისოა. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს მათემატიკის კლუბი „პატარა მათემატიკოსები“, რომლის წევრებიც მეცნიერებას სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, საინტერესო, სახალისო და თავშესაქცევი აქტივობებით სწავლობენ. 

ახლახან, მათ წარმოადგინეს ორი საგნის ინტეგრირებული პროექტი თემაზე - „რიცხვების ჯადოსნური სამყარო“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მთავარი იდეა იყო ბავშვმა ითამაშოს, იმოძრაოს, იფიქროს, ითანამშრომლოს და მიხვდეს, რომ მათემატიკა არ არის მხოლოდ ციფრები, ის არის თამაში, აღმოჩენა და თავგადასავალი.

პროექტს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - მედეა ტრამაკიძე და ჟანა ქარელი.

პროექტში მონაწილეობდნენ IV და V კლასების მოსწავლეები, რომელთაც დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203