
სკოლა „აკადემოსი“ გახდა ACT-ის საგამოცდო ცენტრი, რაც სკოლას საერთაშორისო განათლების უფრო მნიშვნელოვან პლატფორმად აქცევს.
ახლა მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო გამოცდა ჩააბარონ მათთვის ნაცნობ სასკოლო გარემოში.
ყველა პროგრამა ერთ სივრცეში გზას უხსნის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხორვებ ნერბისმიერ მსურველს ახალი შესაძლებლობებისკენ, ეხმარება მათ უნივერსიტეტების შერჩევაში და წარმატებული მომავლის შექმნაში.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
იხილეთ ვიდეო: