„მადლობა, სოსო და დავით თოდრიებს ამ საშვილიშვილო საქმისათვის“ - იანეულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა თაოსნობით, სოფელში ჯვარი აღიმართება
03-11-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულების - სოსო და დავით თოდრიებს თაოსნობით სოფელში ჯვარი აღიმართება. 

სკოლაში მადლობას უხდიან კურდამთავრებულებს ამ საშივილიშვილო საქმისთვის.

„დღეს ჩვენი სოფლისთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი დღეა. ჯვრის აღმართვასთან დაკავშირებით სამუშაოები დაიწყო. 

ჯვრის აღმართვა მხოლოდ რელიგიური მოვლენა არ არის ეს არის რწმენის, ერთიანობის, სიყვარულისა და მომავლის იმედის გამოხატულება. ჯვარი იყოს ჩვენი სოფლის მფარველი, მშვიდობისა და სიკეთის სიმბოლო. მისმა მადლმა გააძლიეროს ჩვენი რწმენა, გააერთიანოს თითოეული ჩვენგანი და დალოცოს ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილები და ჩვენი სამშობლო.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი სოფელი, მისი თითოეული მკვიდრი და ყველა ის ადამიანი, ვისი შრომითა და თანადგომითაც ეს კეთილი საქმე განხორციელდა.

მადლობა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს სოსო და დავით თოდრიებს ამ საშვილიშვილო საქმისათვის, მადლობა სოფლის ახალგაზრდობას ამ საუკეთესო ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის. მადლობა სკოლას და ჩვენს საყვარელ ყველა ოჯახს თანადგომისთვის.

უფალმა მშვიდობა, სიყვარული და სიხარული არ მოაკლოს ჩვენს სოფელს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203