
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლაში, არაერთი წარჩინებული და სასახელო თაობა აღზრდილა, რითაც ყოველთვის ამაყობს სკოლის დირექცია და პედაგოგიური გუნდი. კურსდამთავრებულები კი არასდროს ივიწყებენ მშობლიურ სკოლას და საყვარელ პედაგოგებს.
მასწავლებლის ეროვნულ დღეს სკოლაში კურსდამთავრებულებს უმასპინძლეს, რომელთაც პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს სკოლის ბიბლიოთეკას კი პროექტის - „ხელი ხელს“ ფარგლებში საჩუქრად წიგნები გადასცეს.
სკოლაში მადლობას უხდიან კურსდამთავრებულებს სტუმრობისა და ძვირფასი საჩუქრისთვის.
„მასწავლებლის ეროვნულ დღეს მადლიერი კურსდამთავრებულის სტუმრობა სკოლაში ყველაზე დიდი საჩუქარია! დიდი მადლობა ნათია ლაბაძე იმისთვის, რომ არასოდეს გავიწყდება მშობლიური სკოლა! საამაყოა, რომ ნიგვზარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა შორის დღეს ბევრი საუკეთესო მასწავლებელია. ისინი ზრუნავენ სკოლაზე, ნიგვზარელ მოსწავლეთა განვითარებაზე. დღეს ელზა ხარშილაძემ და ნათია ლაბაძემ სკოლის ბიბლიოთეკას, პროექტის - „ხელი ხელს“ ფარგლებში, საჩუქრად გადასცეს წიგნები საკუთარი ბიბლიოთეკიდან. თქვენი არსებობით ყოველდღე ვრწმუნდებით, რომ ჩვენი შრომა ნაყოფიერია! ყველა მასწავლებელს გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღესასწაულს! გიმრავლოთ ღმერთმა მადლიერი მოსწავლეები“,- აღნიშნავენ სკოლაში.