ეწერის საჯარო სკოლის ეზოში პირველკლასელებმა ნერგები დარგეს 
02-11-2026

ქვეყნის მაშტაბით მიმდინარე გარემოსდაცვით ინიციატივას - „ჩემი პირველი ნერგი“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაც აქტიურად შეუერთდა. 

სკოლის ეზოში პირველკლასელებმა, ბუნების პედაგოგთან ერთად ნერგები დარგეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები დიდი ინტერესით შეუერთდნენ აღნიშნულ პროექტს.

სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ, ამიტომ პრემიერის ამ ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ. 

„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს. 
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203