
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა საგნობრივ კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
ახლახან, ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე, ნატალი ვარდანიძე დაჯილდოვდა ოლიმპიადა „ევერესტში“ მიღწეული წარმატებისთვის სიგელით დაჯილდოვდა. მოსწავლის მასწავლებელი გახლავთ მთვარისა ბოჭორიშვილი.
სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და მას ცოდნის მწევრვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ჩვენს პატარა მოსწავლეს ამ სასიხარულო მიღწევას! ვუსურვებთ მრავალ წარმატებას, ცოდნის გაღრმავებას, ახალ გამარჯვებებსა და წინსვლას!
გვჯერა, რომ ეს წარმატება კიდევ უფრო დიდი მიღწევების დასაწყისი იქნება! ვამაყობთ ჩვენი მოსწავლის წარმატებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში.