სეფიეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ნერგები დარგეს 
02-11-2026

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ დიდი შემართებით შეუერთდნენ.

პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე ნერგები დარგეს. 

„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს. 
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება. 

აღსანიშნავია, რომ სეფიეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203