კალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ფერადი საშემოდგომო ღონისძიება
02-11-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში ზღაპრული საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა შემოდგომის გაცილება დაუვიწყარ დღესასწაულად აქციეს.

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს. მათი ფერადი ოცნებების მსგავსად, ჰაერში აფრიალებული მრავალფეროვანი ბუშტები ულამაზეს სანახაობას ქმნიდა და საოცრად ერწყმოდა სვანეთის დიდებულ ბუნებას.

ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა მოსწავლეთა მხატვრულმა კითხვამ, სიმღერამ და ცეკვამ.

ბავშვებმა საკუთარი ნიჭი, შემოქმედებითობა და შემოდგომისადმი სიყვარული მთელი გულით გამოხატეს.

ფერადმა ბუშტებმა, ბავშვების ჟრიამულმა და სვანეთის ბუნების ჯადოსნურმა სილამაზემ ეს დღე ნამდვილ დღესასწაულად აქცია.

„ასე, ღიმილით, სიყვარულითა და ლამაზი ემოციებით დაემშვიდობნენ კალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ოქროსფერ შემოდგომას და მზად არიან, სვანეთის ხანგრძლივ, თოვლიან ზამთარს შეეგებონ. შემოდგომა წავიდა, მაგრამ მისგან დატოვებული ფერები, სითბო და ბედნიერი მოგონებები ბავშვების გულებში კიდევ დიდხანს დარჩება!“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203