
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლაში ლეგენდარული ქართული ფილმის - „მაგდანას ლურჯას“ ჩვენება გაიმართა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კინოჩვენების მიზანი იყო მოსწავლეებმა შეძლონ პერსონაჟის ქცევის შეფასება, საკუთარი აზრის დასაბუთება და ფილმის მთავარი სათქმელის დაკავშირება ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
ეკატერინე გაბაშვილის ნაწარმოების მიხედვით გადაღებულმა ამ შედევრმა მოსწავლეებში უდიდესი ინტერესი გამოიწვია.
„ფილმმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ისეთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებები, როგორიცაა: სიკეთე და თანაგრძნობა, სამართლიანობისთვის ბრძოლა ცხოველების სიყვარული და მათზე ზრუნვა“,- გვეუბნებიან სკოლაში.
ჩვენების დასრულების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. მოსწავლეებმა გააზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები, იმსჯელეს პერსონაჟების გადაწყვეტილებებზე და ფილმის მთავარ სათქმელზე.
სკოლაში მადლობას უხდიან თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს აქტიური ჩართულობისთვის.
იხილეთ ფოტოები: