
დღეიდან, 2 ნოემბრიდან სასკოლო ფორმების რეალიზაციის მეორე ეტაპი დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ მეორეკლასელებიც უკვე უნიფორმებით ივლიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ცნობილია პუნქტების ჩამონათვალი, სადაც ფორმები გაიყიდება, თუმცა მშობლებს მხოლოდ სკოლის მიერ მითითებულ ლოკაციებზე შეეძლებათ შეძენა.
ფორმების შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge იქნება შესაძლებელი.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, 83 რეალიზაციის პუნქტი, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.
ცვლილებაა გოგოს კომპლექტში - პიჯაკთან ერთად, გრძელი ბოლოკაბის ნაცვლად, იქნება მხოლოდ მუხლამდე კაბა და შარვალი, ბიჭების კომპლექტი კი ორი შარვლისა და პიჯაკისგან შედგება, რაც შეეხება ღირებულებას - შარვალი და ბოლოკაბა 25-25, ხოლო პიჯაკი 45 ლარი ეღირება.