ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მოსწავლეთა შემოქმედებითობის წახალისებას.
ახლახან, მე-4 კლასის მოსწავლეებმა სკოლაში თოჯინების თეატრი მოაწყვეს და სპექტაკლი - „მეგობრობა“ გაითამაშეს.
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და სპექტაკლის მთავარი სათქმელი შთამბეჭდავად გადმოსცეს.
პატარა მსახიობებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: