უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – ვის ეხება შეზღუდვები
06-11-2026
მობილობის წესში ცვლილებები შევიდა - როგორც მინისტრის ბრზანებაში ვკითხულობთ სახელმწიფო უნივერსიტეტებს არ აქვთ უფლება გამოაცხადონ მობილობა/შიდა მობილობა 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ახალი რეგულაციის მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს შიდა მობილობით სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ შესაბამის პროგრამაზე თავისუფალი ადგილი იქნება და სტუდენტების მიღება მთავრობის მიერ კონკრეტული უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამისთვის დამტკიცებული რაოდენობის ფარგლებში განხორციელდება.

აღნიშნული რაოდენობა განისაზღვრება როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდებითა და სამაგისტრო გამოცდებით, ისე გამოცდების გავლის გარეშე მისაღები სტუდენტებისთვის.

ამასთან, ცვლილებით განისაზღვრება, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტი, რომელსაც სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს, შესაბამისი სასწავლო წლისთვის მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობაში ჩაითვლება.

პირს, რომელსაც შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი და 2026–2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, მოიპოვა მობილობის უფლება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მაისის №212 დადგენილების პირველი მუხლით, უფლება აქვს, ისარგებლოს 2026–2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობით.

ამ უფლებით სარგებლობისათვის მან წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, მობილობაზე რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203