თბილისის N28 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბმა „ლიტერმანმა“ მუშაობა მრავალფეროვანი აქტივობებით განაახლა
02-11-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მკითხველთა კლუბი „ლიტერმანის“. 

კლუბმა ახალი სეზონი საინტერესოდ დაიწყო. 

პირველი შეხვედრა მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. ბავშვებმა თვითონ შეარჩიეს წიგნი, რომელსაც შემდეგი შეხვედრისთვის წაიკითხავენ.

პირველი სემესტრი ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედებას დაეთმობა.

კლუბის ხელმძღვანელია თინა გიორგაძე, რომელიც მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს ასწავლის და ბავშვებს მეტი კითხვისკენ მოუწოდებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203