
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ნერგები დარგეს.
პატარები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანეს მწვანე მომავლის შექმნაში.
„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ მანდაეთის საჯარო სკოლაში მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები იზრდებიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: