
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი აქტივობა მოეწყო.
28 ოქტომბერს, სკოლის მე-5ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ თ.სანიკიძსთან და ბუნების მასწავლებელ ხ. ჩუბინიძესთან ერთად, ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, უკეთ გაიაზრეს მცენარეთა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და დაცვის მნიშვნელობა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიზიტი მიზნად ისახავდა თეორიული ცოდნის განმტკიცებას, ადგილობრივი და შემოტანილ მცენარეებზე დაკვირვებას, მრავალფეროვნებისა და იარუსიანობის გაცნობას.
მოსწავლეები გასვლითი ღონისძიებიდან ახალი ცოდნითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ვიდეო: