
ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში წარმატებით წარიმართა ევროპის საბჭოს პროექტი - „დემოკრატია იწყება სკოლაში“. მოსწავლე-მასწავლებლება პროექტის შედეგები კონფერენციაზე წარმატებით შეაჯამეს.
ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ პროექტის - „დემოკრატია იწყება სკოლაში“ შემაჯამებელ კონფერენციაში, სადაც წარმატებით წარდგნენ და წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა, გამოცდილება და მიღწევები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებში დემოკრატიული ღირებულებების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, თანასწორობისა და აქტიური მოქალაქეობის კულტურის განვითარებას.
„სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის ქალბატონ ნანა მარღანიას გაწეული ფასილიტაციის, პროფესიონალიზმისა და პოზიტიური თანამშრომლობისათვის.
ვულოცავთ, ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს წარმატებულ მონაწილეობას! ვუსურვებთ, მათ კიდევ ბევრ მნიშვნელოვან მიღწევას, ახალ შესაძლებლობებსა და წარმატებულ პროექტებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: