მკვლევარებად ქცეული მე-7 კლასელები და მათი მოგზაურობა პრეისტორიულ ხანაში - ბაღდათის N1 სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი 
03-11-2026

ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. 

24 ოქტომბერს, სკოლის VII კლასში ნამდვილი აღმოჩენებისა და შემოქმედებითი ძიების დღე იყო.

მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს.

მოსწავლეებს მეგზურობა მასწავლებელმა ნინო ზირაქაძემ გაუწია. 

გამოქვაბულის მხატვრობისა და პირველყოფილი ხელოვნების ნიმუშების სიღრმისეულმა ანალიზმა მოსწავლეებს საშუალება მისცა, გასცდენოდნენ სახელმძღვანელოს ფურცლებს და თავად გამხდარიყვნენ პრეისტორიული ხანის „მკვლევრები“.

გაკვეთილი დატვირთული იყო აქტიური დისკუსიით, კრიტიკული მსჯელობითა და შემოქმედებითი აღმოჩენებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203