
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ.
პატარებმა სკოლის ეზოში ნერგები დარგეს.
„30 ოქტომბერს ბერძენაულის საჯარო სკოლის პირველკლასელმა მოსწავლეებმა თავისი პატარა ხელებით დარგეს მარადმწვანე მცენარეები. ეს ჩვენი კლასისთვის განსაკუთრებული და ძალიან მხიარული დღეა, რადგან სკოლის ეზო კიდევ უფრო გავამწვანოთ და ჩვენი საკუთარი ხეები დავრგოთ.“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.