ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეები VI რესპუბლიკურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
02-11-2026

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და ხელმძღვანელობით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში. 

31 ოქტომბერს, ქუთაისში ჩატარდა VI რესპუბლიკური კონფერენცია თემაზე - „მღვიმეები და ჩანჩქერები“. ცალკე თემად იყო გამოყოფილი წყლის რესურსები საქართველოში.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მე-12 კლასელები ანი ზურაბიანი და ნინო ბენდელიანი და მე-9 კლასელი მარიამ ჩარქსელიანი. საუკეთესო თემის წარდგენისთვის მონაწილეები  დაჯილდოვდნენ დიპლომებით.

მოსწავლეთა თემის ხელმძღვანელი პედაგოგი ინგა ონიანი გახლავთ. 

იხილეთ ვიდეო ბმული:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203