
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მომხდარ ჩხუბზე გამოძიება დაიწყო.
საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, 31 ოქტომბერს, ღამით სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“, სავარაუდოდ, მოზარდებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ჩხუბში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.