
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები პროექტის - „პროფესია პოლიციელი“ ფარგლებში, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ჩოხატაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას სტუმრობდნენ.
მოსწავლეებს შეხვდნენ და ესაუბრნენ სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორი ვლადიმერ მიქატაძე, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსი, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკი რამაზ ჯინჭარაძე, განყოფილების უფროსის მოადგილე, სამოქალაქო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტივანო კეკელიძე.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ტექნიკა, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში.
მოსწავლეებმა მეხანძრე-მაშველის პროფესიის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და გასვლითი ღონისძიებიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
სკოლაში მადლობას უხდიან სახანძრო-სამაშველო განყოფილების წარმომადგენლებს საინტერესო მასპინძლობისთვის.
„გვინდა სკოლის სახელით დიდი მადლობა გადავუხადოთ გულთბილი მიღებისთვის და საინტერესო ღონისძიებებში ბავშვების ჩართულობისთვის სამაშველო სამსახურის მთლიან ეკიპაჟს და მეხანძრეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.