​ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლის ეროვნულ დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
02-11-2026

27 ოქტომბერს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღეა. წელს ეს მნიშვნელოვანი თარიღი უკვე მეოთხედ აღინიშნა და მასწავლებლის პროფესიის, მისი განსაკუთრებული მისიისა და საზოგადოებაში პედაგოგის როლის დაფასებას მიეძღვნა.

ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა მორიგი ღონისძიება - „მასწავლებლის ეროვნული დღე“.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეოთხე და მეხუთე კლასების მოსწავლეები. მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს ლამაზი სანახაობა, რომელმაც არაერთი საზეიმო ნომერი გააერთიანა. 

მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს თემატური ლექსები, იგავ-არაკები, ანდაზები, გამოცანები, აღნიშნეს პედაგოგის პროფესიის როლი და მათი ღვაწლი თაობების აღზრდა-განათლებაში. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია მშობლიური ენის მასწავლებელმა, ვარდიტერ გრაბსკაიამ. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, ვიდეო6, ვიდეო7

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203