
27 ოქტომბერს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღეა. წელს ეს მნიშვნელოვანი თარიღი უკვე მეოთხედ აღინიშნა და მასწავლებლის პროფესიის, მისი განსაკუთრებული მისიისა და საზოგადოებაში პედაგოგის როლის დაფასებას მიეძღვნა.
ამ ღირსშესანიშნავი დღის აღსანიშნავად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლია დუმბაძესთან ერთად, წარმოადგინეს ღონისძიება სახელწოდებით - „პატივისცემით, სიყვარულით, მადლიერებით“.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობით წარდგნენ და ძვირფას მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული დიდი სითბოთი და სიყვარულით მიულოცეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დღე სავსე იყო სითბოთი, სიყვარულითა და გულწრფელი ემოციებით.
„თითოეული სიტყვა, ლექსი, სიმღერა და ღიმილი მასწავლებლის მიმართ გამოხატული მადლიერების პატარა, მაგრამ გულწრფელი გზავნილი იყო“,- გვეუბნებიან სკოლაში და განსაკუთრებულად ახარებთ მოსწავლეთა სითბო და სიყვარული.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: