ყუმურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადაში
30-10-2026

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს.

თეკლა ჯულაყიძე, ემზარი ცხვარაძე, ​ანასტასია გიორგაძე და ცოტნე ქართველიშვილი 2026 წლის საგნობრივ საშემოდგომო ჩემპიონატს დიდი შემართებით შეუერთდნენ და საამაყო შედეგებიც აჩვენეს.

​აღსანიშნავია, რომ ყუმურის საჯარო სკოლ​აში ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია. 

სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203