მასწავლებლებს შეუძლიათ, უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე
30-10-2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეგახსენებთ, რომ 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე მასწავლებლების რეგისტრაცია დღეს, 30 ოქტომბერს 18:00 საათზე სრულდება. გამოცდაზე მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე - online.naec.ge შეუძლიათ.
 
 
 
 
მასწავლებლის საგნის გამოცდისათვის რეგისტრაციის დაწყებამდე აუცილებელია გამოცდის საფასურის (50 ლარი) გადახდა.
 
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო: 
 
„საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით bogpay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%.  გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით. იხილეთ დეტალური ინსტრუქცია;
 
„საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი. იხილეთ დეტალური ინსტრუქცია;
 
„საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით - ibank.ge -  საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი. იხილეთ დეტალური ინსტრუქცია;
 
„საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაციით - mBank - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი. იხილეთ დეტალური ინსტრუქცია.
 
აპლიკანტი, რომელიც გამოცდების დროს საჭიროებს სპეციალურ პირობებს, ვალდებულია მიმდინარე წლის 20 ოქტომბრის 10:00 საათიდან 5 ნოემბრის 18:00 საათამდე ცენტრში წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა (ფორმა №IV-100/ა) რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.
 
გამოსაცდელს, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია, უფლება აქვს, უარი თქვას გამოცდაში მონაწილეობაზე და მიმდინარე წლის 30 ოქტომბრის 18:00 საათამდე განცხადებით მიმართოს სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, გადახდილი საფასურის დაბრუნების მიზნით აპლიკანტმა ცენტრს უნდა მიმართოს შესაბამისი განცხადებით, დადგენილ ვადაში.
 
დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების თარიღისა და განრიგის შესახებ მოგვიანებით გამოქვეყნდება.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, გაეცნონ გამოცდაში მონაწილეობის პირობებს და რეგისტრაცია დადგენილ ვადებში გაიარონ.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203