
წელს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს საქართველოს ქრისტიანულ სახელმწიფოდ გამოცხადების 1700 წლისთავს. ამ მნიშვნელოვანი თარიღის ღირსეულად აღსანიშნავად საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლაში IX, X და XI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები.
ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა საართველოს ისტორიულ ლაბირინთებში იმოგზაურეს და ისაუბრეს საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებაზე, ქრისტიანობის ისტორიულ მნიშვნელობაზე, მოწამეობრივი გმირობის მაგალითებზე და ქრისტიანულ ღირებულებებზე.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - თინათინ შუკაკიძე და ეკატერინე ლომაურიძე.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: