
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული წარმატებით ხარობენ.
24 ოქტომბერს, ქუთაისში ჩატარდა სიმონ საყვარელიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ფარიკაობაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის IXა კლასის გოგონები, უკვე ცნობილი ხმლით მოფარიკავეები ელენე ინასარიძე და ანთუსა ჭელიძე (U17 და იუნიორთა U20-ის ასაკობრივი ჯგუფი.)
ელენემ ორივე ასაკობრივ ჯგუფში პირველი ადგილი დაიმსახურა, ხოლო ანთუსამ მე-2 ადგილი დაიკავა.
მოსწავლეებს დათო ბუხაიძე წვრთნის.
მოსწავლეთა დამრიგებელი პედაგოგი რუსუდან ხობუა გახლავთ, რომელიც გოგონებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა.
„კიდევ ერთი სიხარული!!! მინდა საგანგებოდ აღვნიშნო, რომ ელენე და ანთუსკა ღირსეულები არიან სწავლისა თუ დისციპლინის მხრივ, ასევე სხვა უნარებით! იამაყე სკოლავ!!! ვულოცავ გოგონების მწვრთნელს, ბატ. დათო ბუხაიძეს!“,- აღნიშნავს მოსწავლეთა დამრიგებელი და გოგონებს ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: