მახაშის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებსა და მოღვაწეობას ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა
30-10-2026

27 ოქტომბერს ცნობილი ქართველი განმანათლებლის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. სიმბოლურად ამავე დღეს საქართველოში მასწავლებლის ეროვნულ დღეს ვზეიმობთ. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს, მადლიერება გამოხატეს იმ დიდი საგანძურისთვის, რასაც „დედა ენა“ ჰქვია და რაც ამ ბუმბერაზმა ადამიანმა ქართველ ერს დაგვიტოვა. 

„ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ერის საამაყო მწერლის, დედაენის შემოქმედის, მწერლის ღვაწლის გახსენება ერის განათლების დაუღალავ და სასიკეთო საქმიანობაში. მწერლისადმი პატივისცემის, სიყვარულის, დაფასების გრძნობათა გამომუშავება. მასწავლებლის პროფესიის, მისი უდიდესი ტვირთისა და ამაგის გაცნობიერება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203