„ვულოცავთ, არაერთხელ ესახელებინოს სკოლა, მშობლიური ქალაქი და ქვეყანა!“- ქუთაისის N32 სკოლაში მოსწავლის, მაქსიმე საღინაძის სპორტული წარმატებით ამაყობენ
30-10-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილია, მათი წარმატება კი საამაყო.

ამჯერად, სკოლაში მაქსიმე საღინაძის მიღწევებით ხარობენ.

26–28 ოქტომბერს წყალტუბოში გაიმართა საბავშვო საფეხბურთო ფესტივალი U10. ტურნირში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 2016 წელს დაბადებულ ბავშვთა საფეხბურთო გუნდები.

აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული გახდა ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „სერვალი“, რომლის წევრიც ქუთაისის N32 საჯარო სკოლის Vდ კლასის მოსწავლე მაქსიმე საღინაძეა. აღსანიშნავია, რომ გუნდმა 9 მატჩი დაუმარცხებლად ჩაატარა და ჯამში 26 გოლი გაიტანა.

მოსწავლის წარმატებით განსაკუთრებით ამაყია მისი დამრიგებელი თამარ ციცვიძე.

სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ მაქსიმეს წარმატებას და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, მაქსიმესა და გუნდს ჩემპიონობას და ვუსურვებთ წარმატებას! არაერთხელ ესახელებინოთ სკოლა, მშობლიური ქალაქი და ქვეყანა!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203