ქუთაისის N26 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ნერგები დარგეს
02-11-2026

ქუთაისის N26 საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას. 

პატარებმა პროგრამის - „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, შერჩეულ ტერიტორიაზე ხეები დარგეს. 

„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს. 
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203