თბილისის N28 სკოლის პედაგოგები - თამარ ადამია და ეკატერინე ოქროპირიძე მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას სტუმრობდნენ
02-11-2026

27 ოქტომბერს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღეა. წელს ეს მნიშვნელოვანი თარიღი უკვე მეოთხედ აღინიშნა და მასწავლებლის პროფესიის, მისი განსაკუთრებული მისიისა და საზოგადოებაში პედაგოგის როლის დაფასებას მიეძღვნა.

მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ქუთაისმა უმასპინძლა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია და მასშტაბური გალა-კონცერტი, რომელიც სპეციალურად მასწავლებლებისთვის მოეწყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები - თამარ ადამია და ეკატერინე ოქროპირიძე.

სკოლაში ახარებთ, პედაგოგთა ღვაწლის დაფასება და ყველა პედაგოგს კიდევ ერთხელ ულოცავენ პროფესიულ დღესასწაულს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203