ჭალის საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ღონისძიება მიეძღვნა
30-10-2026

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნა. 

ამ მნიშვნელოვან თარიღს საინტერესო საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიება მიეძღვნა.

ღონისძიებაში V-XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში წარმოაჩინეს ქრისტიანობის ისტორიული და სულიერი მნიშვნელობა, ისაუბრეს ქრისტიანულ ღირებულებებსა და მათ როლზე ადამიანის პიროვნულ ჩამოყალიბებაში.

ღონისძიებას ესწრებოდა სოფლის მოძღვარი, რომელიც ამავდროულად სკოლაში ღირებულებითი განათლების პედაგოგია.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებში სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების გააზრების, პატივისცემისა და ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობიერების თვალსაზრისით.

ჭალის საჯარო სკოლა აგრძელებს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნვას და ისეთი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას, რომლებიც ცოდნასთან ერთად პასუხისმგებლობასა და ღირებულებებზე დაფუძნებულ აზროვნებას უწყობს ხელს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203