თბილისის N28 საჯარო სკოლაში მწერალს უმასპინძლეს
30-10-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სკოლაში ახლახან გამართული შეხვედრა.

სკოლაში მწერალ ლია შალვაშვილს უმასპინძლეს. 

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებს მწერლის შემოქმედების გაცნობისა და მასთან უშუალო საუბრის შესაძლებლობა მიეცათ.

მწერალმა მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეებში ლიტერატურისადმი ინტერესის გაღრმავებასა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203