
27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს საქართველოში მასწავლებლის ეროვნულ დღეს ვზეიმობთ. წელს ეს მნიშვნელოვანი თარიღი უკვე მეოთხედ აღინიშნა და მასწავლებლის პროფესიის, მისი განსაკუთრებული მისიისა და საზოგადოებაში პედაგოგის როლის დაფასებას მიეძღვნა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში ამ ღირსშესანიშნავ თარიღს გამორჩეულად გამოეხმაურნენ.
ბილინგვური სწავლების სპეციალისტებმა - ალვარტ მადოიანმა, ლუსინე მარაბიანმა, ლეილა კარაპეტიანმა და ხატია მაღრაძემ ერთობლივი ძალისხმევით მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, შესანიშნავი, ლამაზი და დაუვიწყარი ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობით წარდგნენ - ბავშვებმა ქართულ და სომხურ ენებზე წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს, საცეკვაო ნომრები შეასრულეს, პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს და მასწავლებლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის წარმომადგენლები, მშობლები, საზოგადოების წარმომადგენლები.
სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს.
„მადლობას, ვუხდით სკოლის კოლექტივი და სოფლის წარმომადგენლები ბილინგვური სწავლების სპეციალისტებს გაწეული შრომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: