
27 ოქტომბერს ცნობილი ქართველი განმანათლებლის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოს საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა, რომელმაც არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობა გააერთიანა.
პროექტის ფარგლებში თოჯინების თეატრში ვიზიტი და დადგმული სპექტაკლის - „იავნანამ რა ქნა?“ ნახვა კი მოსწავლეებისთვის იყო ძალზე ემოციური და შთამბეჭდავი გამოცდილება.
„სპექტაკლმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა დედობრივი სიყვარულის, მშობლიური ენის, სამშობლოსა და ადამიანური თანაგრძნობის ძალა“,- გვეუბნებიან სკოლაში.
მოსწავლეები ასევე ესტუმრნენ ქუთაისის ტექნოლოგიურ მუზეუმს და მოილოცეს ბაგრატის ტაძარი.
იხილეთ ფოტოები: