
საგანმანათლებლო რესურსცენტრში, მასწავლებლის შეფასების მიზნით, იქმნება საგანმანათლებლო რესურსცენტრის კომისია. აღსანიშანავია, რომ ხოლო თუ საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში მინიმუმ ერთი სპეციალური მასწავლებელიამაშინ სპეციალური მასწავლებლის შეფასების მიზნითაც რესურსცენტრში იქმენება კომისია.
რაც შეეხება კომისიის წევრებს, მასწავლებლის შეფასების მიზნით შექმნილი საგანმანათლებლო რესურსცენტრის კომისიის წევრად უნდა განისაზღვროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პოზიციაზე ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული სპეციალისტი, მასწავლებელთა პროფკავშირის წარმომადგენელი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული 3 სკოლის დირექტორი, 1 მოწვეული სპეციალისტი.
სპეციალური მასწავლებლის შეფასების მიზნით შექმნილი საგანმანათლებლო რესურსცენტრის კომისიის წევრად, ზემოაღნიშნული წევრების გარდა, დამატებით უნდა განისაზღვროს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი.