საჯარო სკოლებში მანდატურები დაემატება - დეტალები
01-11-2026

თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში უსაფრთხოებისა და მოსწავლეთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მანდატურის სამსახურს ახალი მანდატურები შეემატა.

მანდატურობის კანდიდატებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ინტენსიური მოსამზადებელი კურსი წარმატებით დაასრულეს. კურსის ფარგლებში მათ მიიღეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგიის, სამართალდარღვევებზე მანდატურის რეაგირების, ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში. ასევე შეისწავლეს ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები, დაეუფლნენ ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარებს და გაიარეს ფიზიკური მომზადების კომპონენტი.

ახალი მანდატურები აქტიურად ჩაერთვებიან სასკოლო მედიაციის პროცესში, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, მიღებული ცოდნა და უნარები სასკოლო გარემოში ეფექტიანად გამოიყენონ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203