
27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს საქართველოში მასწავლებლის ეროვნულ დღეს ვზეიმობთ. წელს ეს მნიშვნელოვანი თარიღი უკვე მეოთხედ აღინიშნა და მასწავლებლის პროფესიის, მისი განსაკუთრებული მისიისა და საზოგადოებაში პედაგოგის როლის დაფასებას მიეძღვნა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში ამ ღირსშესანიშნავ თარიღს გამორჩეულად გამოეხმაურნენ.
დევიზით „მასწავლებელი - გზა ცოდნისაკენ!“ - გაიმართა ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. ამასთან, აქტიურად იყვნენ ჩართული დაწყებითი კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს თემატური ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები: რაჭული- ბარბარე ნოზაძე (მე-7 კლ), მარიამ ხუციშვილი ( მე-8 კლ), აჭარული - ნინო მჭედლიძე ( მე-5 კლ), დავლურ-ქართული - ბარბარე ნოზაძე (მე-7 კლ), ბარბარე მაისურაძე, ანანო კურტანიძე, მარიამ ხუციშვილი (მე-8 კლ), ნინო მულაძე, ლაშა შერაზადიშვილი (მე-11კლ).
ფანდურზე შთამბეჭდავად დაუკრა მე-9 კლასელმა ელიზბარ მჭედლიძემ.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია მუსიკის პედაგოგმა, მაია რიჟამაძემ. ღონისძიება უძღვებოდნენ მე-10 კლასელი მარიამ ფაფაკერაშვილი და ღონისძიების ორგანიზატორი მაია რიჟამაძე.
მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს თითოეული გაკვეთილისთვის და აღნიშნეს, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგებათ. მადლობა გადაუხადეს იმ შრომისა და სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ჩუქნიან და იმედი გამოთქვეს, რომ კიდევ მრავალი თაობა იამაყებს ნაბახტევის საჯარო სკოლით.
ღონისძიებაში მონაწილეობენ მე-2 (დამრიგებელი - ეკატერინე თედეშვილი), მე-3 ( დამრიგებელი - თეონა გელაშვილი), მე-4 (დამრიგებელი - ანა ხმალაძე), მე-5 (დამრიგებელი ეთერ გიკაშვილი), მე-6 ( დამრიგებელი - ციცინო ნოზაძე), მე-7 ( დამრიგებელი - ინგა კუჭაძე), მე-8 ( დამრიგებელი ლელა სხილაძე), მე-10 ( დამრიგებელი - მაია რიჟამაძე) და მე-11 ( დამრიგებელი - თამარ ბუზალაძე) კლასების მოსწავლეები.
ღონისძიების ბოლოს ორგანიზატორმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას.