როკითის საჯარო სკოლაში წრე - „გააზრებული კითხვის სწავლება“ ფუნქციონირებდა
19-07-2018
როკითის საჯარო სკოლაში 2017-2018 სასწავლო წელს მე-2-მე და მე-3 კლასის მოსწავლეებისთვის წრე - „გააზრებული კითხვის სწავლება“ ფუნქციონირებდა.
წრეს პედაგოგი ლელა ქარაია ხელმძღვანელობდა.
საწრეო მუშაობა სამი თვე (მარტი-აპრილი -მაისი) გაგრძელდა და სულ 10 შეხვედრა შედგა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, წრის შექმნის მიზანი იყო, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, კითხვაში მოსწავლის აკადემიური უნარების გაუმჯობესება, წიგნიერების კომპენტენციის გაძლიერება. მოსწავლეებში წაკითხულის განხილვა-გააზრებისა და ანალიზის უნარის განვითარება. წრის მონაწილეებში მსჯელობის და პრეზენტაციის უნარების და ასევე შემოქმედებითი უნარის განვითარება.
საწრეო მუშაობის დროს მოსწავლეებმა ასაკის შესაფერისი სხვადასხვა ტიპის ტექსტები წაკითხეს, გაიაზრეს და ზეპირი და წერითი თხუზულებები შეადგინეს. სასწავლო პროცესი დატვირთული იყო მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია