
27 ოქტომბერი „დედაენის“ შემქმნელისა და მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს.
ამ ღირსშესანიშნავ თარიღს გამორჩეულად გამოეხმაურნენ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში.
იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, ასევე მიუძღვნეს ლექსები საყვარელ მწერალს და გააცოცხლეს მისი მოთხრობების გმირები. მე-7 კლასელებმა კი საკუთარი ხელით შექმნილი ანბანი წარუდგინეს სასკოლო საზოგადოებას.
„დღე სავსე იყო ბავშვების შემოქმედებით, სიხარულითა და ქართული ენის სიყვარულით“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ, რომ იაკობის სიტყვა და საქმე დღესაც გრძელდება.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: