
სასკოლო ფორმების გაყიდვის მეორე ეტაპი 2 ნოემბრიდან მხოლოდ მეორეკლასელებისთვის დაიწყება. პირველი ეტაპისგან განსხვავებით ამჯერად III, IV, V და VI კლასების მოსწავლეებისთვის ფორმების შეძენის კონკრეტულ თარიღს თავად სკოლები განსაზღვრავენ.
ასევე როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრშიც განმარტეს, მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენა მხოლოდ იმ ლოკაციაზე შეეძლებათ, რომელსაც სკოლა განუსაზღვრავს. შესაბამისად, შეიძლება რომელიმე სარეალიზაციო პუნქტი თქვენს სახლტან უფრო ახლოს იყოს, ან უფრო მეტად გაწყობდეთ, მაგრამ იქ ფორმას ვერ იყიდით. ფორმის შესაძენად ზუსტად იქ უნდა მიხვიდეთ სადაც სკოლა გეტყვით.
შესაბამისად, III, IV, V და VI კლასების მოსწავლეების მშობლებმა ფორმების შეძენის დაწყების თარიღისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ საკუთარი სკოლიდან უნდა მიიღონ.