კურზუს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე ლამაზად აღინიშნა 
29-10-2026

27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს საქართველოში მასწავლებლის ეროვნულ დღეს ვზეიმობთ. წელს ეს მნიშვნელოვანი თარიღი უკვე მეოთხედ აღინიშნა და მასწავლებლის პროფესიის, მისი განსაკუთრებული მისიისა და საზოგადოებაში პედაგოგის როლის დაფასებას მიეძღვნა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივსაცემია. 

პედაგოგებისთვის კი მთავარი ჯილდო ის სითბო და სიყვარულია, რომელსაც მოსწავლეებისგან იღებენ. 

მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული დიდი სითბოთი და სიყვარულით მიულოცეს და ძვირფას ქალბატონებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

სკოლამ ამ ღისშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით ლამაზი ვიდეორგოლი მოამზადა, რომელშიც ნათლად ჩანს ის ჯანსაღი, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული გარემო, რაც სკოლაშია. 

პირველკლასელთა პირველი მასწავლებელი ირმა ფაცაცია გახლავთ, რომელიც გარდა იმისა რომ პატარებს ხარისხიან განათლებას აძლევს, მათ ღირსეულ მოქალაქეებად ზრდის. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203