თბილისის N141 სკოლის პედაგოგი, 2023 წლის ეროვნული პრემიის ლაურეატი ნინო ჯალაღონია მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას სტუმრობდა
29-10-2026

27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს საქართველოში მასწავლებლის ეროვნულ დღეს ვზეიმობთ. წელს ეს მნიშვნელოვანი თარიღი უკვე მეოთხედ აღინიშნა და მასწავლებლის პროფესიის, მისი განსაკუთრებული მისიისა და საზოგადოებაში პედაგოგის როლის დაფასებას მიეძღვნა.

მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ქუთაისმა უმასპინძლა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია და მასშტაბური გალა-კონცერტი, რომელიც სპეციალურად მასწავლებლებისთვის მოეწყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.

თბილისის N141 საჯარო სკოლის პედაგოგი, 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ზოგადი განათლების რეფორმის საკონსულტაციო საბჭოს წევრი ნინო ჯალაღონია მიწვეული გახლდათ 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიალზე.

„27 ოქტომბერი განსაკუთრებული თარიღია ქართული განათლებისა და საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიაში. ამ დღეს დაიბადა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი და საბავშვო მწერალი ი. გოგებაშვილი. თანამედროვე განათლების სისტემაში მასწავლებლის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პედაგოგის პროფესიონალიზმი, უწყვეტი განვითარების და სიახლეების დანერგვისაკენ სწრაფვა მნიშვნელივნად განაპირობებს სწავლა-სწავლების ხარისხს და განათლების სისტემის განვითარებას!

თბილისის N141 საჯარო სკოლა გულითადად ულოცავს ქალბატონ ნინო ჯალაღონიას ამ დიდ გამარჯვებას. წარმატებებს უსურვებს ქართული განათლების განვითარებისა და მომავალი თაობების აღზრდის საპასუხისმგებლო საქმეში!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203