27 ოქტომბერს დედაენის შემქმნელისა და ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა.
ეს ღირსშესანიშნავი თარიღი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა.
საბავშვო მწერლისა და დიდი საზოგადო მოღვაწის დაბადების დღე პირველკლასელებმა, პედაგოგ ელდინო იობაშვილის ხელმძღვანელობით, დიდი სიყვარულითა და სიხარულით აღნიშნეს
ღონისძიება პატარა მოსწავლეებისთვის ნამდვილ ზეიმად იქცა. პირველკლასელებმა წარმოაჩინეს ნიჭი და შესაძლებლობები, წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე და კიდევ ერთხელ გამოხატეს პატივისცემა იმ დიდი მოღვაწის მიმართ, რომელმაც თაობებს წერა-კითხვა შეაყვარა და ქართული განათლების ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იაკობ გოგებაშვილის უკვდავ სახელმძღვანელოს - „დედაენას“, რომელიც ქართველ ბავშვებს დღემდე ქართული ანბანისა და მშობლიური ენის სამყაროში მიუძღვის.
„პატარა მოსწავლეებმა თავიანთი გულწრფელი ემოციებითა და მონდომებით კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ სამშობლოს, მშობლიური ენისა და წიგნის სიყვარული ბავშვობიდან იწყება“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ სწორედ ასეთი ღონისძიებები უწყობს ხელს მოსწავლეებში ეროვნული ღირებულებების, ქართული ენის პატივისცემისა და წიგნიერების კულტურის განვითარებას.
„იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღის აღნიშვნა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მისი საგანმანათლებლო იდეები დღესაც ცოცხალია და მომავალ თაობებს ცოდნის, სიკეთისა და სიყვარულის გზაზე მიუძღვის. კალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ამ ლამაზი ზეიმით კიდევ ერთხელ გააცოცხლეს დიდი ქართველი მოღვაწის სახელი და დაამტკიცეს, რომ ქართული სიტყვის სიყვარული ყველაზე პატარა ასაკიდან იწყება“,- გვეუბნებიან სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: