მარტვილის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო -შემეცნებითი პროექტის - „გონების კოდის“ პირველი ტური ჩატარდა
29-10-2026

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლაში სასწავლო -შემეცნებითი პროექტის - „გონების კოდის“ პირველი ტური ჩატარდა.

პროექტის ხელმძღვანელი რუსუდან ჭედიშვილი გახლავთ და ხორციელდება სლოგანით - „იფიქრე განსხვავებულად - იპოვე პასუხის კოდი!“ 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანია მოსწავლეებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და გუნდური თანამშრომლობის უნარების განვითარება. სხვადასხვა საგნობრივი ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირება და მოსწავლეთა ინტელექტუალური აქტივობის წახალისება.

პირველ ტურში მონაწილეობდნენ მე-8ა და მე-8ბ კლასის მოსწავლეები.

თამაშის შედეგმა ორი მაღალქულიანი გუნდი გამოავლინა. ისინი ფინალში, (რომელიც შედგება დეკემბერში), შეეჯიბრებიან სხვა კლასებიდან წარმოდგენილ გამარჯვებულ გუნდებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203