ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი კულტურულ-საგანმანათლებლო ტური
29-10-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მარიამ ბრეგვაძისა და ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლის მეგი გიორგაძის ხელმძღვანელობით, ამავე სკოლის VI, VII, VIII კლასის მოსწავლეებმა კულტურულ-საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში საქართველოს გამორჩეული სასულიერო და ისტორიული ძეგლები - სამების საკათედრო ტაძარი, სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და მცხეთის ჯვრის მონასტერი მოინახულეს.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ეროვნული მემკვიდრეობისა და ქართული ხუროთმოძღვრების შესახებ.

მოსწავლეები ასევე გაეცნენ ენერგოეფექტურობის თანამედროვე ტენდენციებსა და ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიულ წყაროებს - ქარის ენერგიასა და მზის პანელებს.

მათ მიიღეს პრაქტიკული და თეორიული ცოდნა განახლებული ენერგიების მნიშვნელობის შესახებ.

მოსწავლეები ექსკურსიიდან ახალი ცოდნითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203